„ოლიმპიოს“ სასაჩუქრე ნაკრები – სოციალური კამპანია „ჩვენიანებისთვის“

ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელი კომპანია „ოლიმპიოს“ ბიზნესიდეა და შესაბამისად, ბიზნესიც პანდემიის დროს შეიქმნა. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია დღეს, როცა ანტიბაქტერიული და ჰიგიენური საშუალებები ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ქართულ ბიზნესსექტორს მეწარმე ქალის სახით, სოფიო სურმავაც შეუერთდა, რომელიც სიამაყით აცხადებს, რომ 10 დღეში შეძლო საწარმოს გამართვა და დღეს ქმნის ქართულ პროდუქტს, რომლის ხარისხიც უკვე ყველა შესაბამისი სერტიფიკატებითაა აღიარებული.

დღესდღეობით „ოლიმპიო“ აწარმოებს 2 სახის თხევად საპონს, ჭურჭლის სარეცხ საშუალებას, სხვადასხვა საფეხმავლო ზედაპირის და ავეჯის საწმენდ საშუალებას, მინების საწმენდს, დანადგარების საწმენდს, ანტისეფტიკს, საკანალიზაციო და სამზარეულოს მილების გამწმენდ საშუალებას.“ – აღნიშნავს სოფიო.

მისივე აზრით, „ოლიმპიოს“ მთავარი სიძლიერე ისაა, რომ მათი ნაწარმი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტს. სოფიო თვლის, რომ მისი კომპანია სისუფთავის სფეროში ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი, თანაც არამარტო საქართველოში.

„მიუხედავად იმისა, რომ „ოლიმპიო“ ახლახან შეიქმნა, ჩვენს გუნდს ამ სფეროში ძალიან დიდი გამოცდილება და კვალიფიცია აქვს. ვიცით, როგორი პროდუქტი უნდა მივაწოდოთ მომხმარებლებს. ამ ყველაფერს ხარისხის კონტროლი სჭირდება, რათა ერთი სახეობის ერთი ნაწარმიც კი, ჩვენ მიერვე დაწესებული ხარისხის მაღალ თამასას არ ჩამოუვარდებოდეს.“

„ოლიმპიო“  ამ ეტაპზე საბითუმო ხაზის ვაჭრობაზეა ორიენტირებულები, თუმცა საცალო ბაზრის ათვისებაზეც აქტიურად მუშაობს.

„ჩვენთვის წარმატებული ბიზნესი, მომხმარებლების სიმპათიას ნიშნავს. თუ ადამიანები ჩვენი ნაწარმით კმაყოფილნი იქნებიან, ჩვენი ბიზნესიც წარმატებული იქნება. პროდუქციის შექმნის პროცესში ყველა ჩვენგანი თავიდან ბოლომდე ჩართულნი ვართ და პასუხისმგებლობებს ვინაწილებთ.“ – 

სოფიო სურმავა, როგორც წარმატებული მეწარმე, ყველა იმ პასუხისმგებლობას იზიარებს, რაც ბიზნესის მართვას თან ახლავს, განსაკუთრებით კი ისეთი ბიზნესის, რომელიც ახალი ნაწარმის ყოველდღიურად დამზადებას გულისხმობს. ქართულ ბაზარზე კომპანიის გაცნობას კი, სოფიო სოციალური კამპანიით  – #ჩვენიანებისთვის – იწყებს და ყველა იმ სტრუქტურისა და დაწესებულებისთვის, ვისთვისაც ჰიგიენური საშუალებები მნიშვნელოვანია, სასაჩუქრე ნაკრების გაგზავნას გეგმავს.

გაიგე მეტი: https://bit.ly/3sQH7Tf

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები