ნათელა გრიგალაშვილის ფოტო თუშეთიდან Chiron Review-ს ზაფხულის ნომრის გარეკანზეა
ნათელა გრიგალაშვილის ფოტო თუშეთიდან ლიტერატურული ჟურნალის Chiron Review-ს ზაფხულის ნომრის გარეკანზეა.
Chiron Review ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ლიტერატურული ჟურნალია, რომელიც თავის დროზე, გასული საუკუნის ისეთ დიდ ავტორებს უთმობდა თავის გვერდებს, როგორებიც არიან ბუკოვსკი, ბეროუზი, კოლმანი და სხვა.
ნათელა გრიგალაშვილი არის დამოუკიდებელი ფოტოგრაფი, დოკუმენტალისტი, რომელიც ადრე ფოტორეპორტიორად და კინოოპერატორად მუშაობდა. თავისი კარიერის დასაწყისში ის შავ – თეთრ ფირზე იღებდა ფოტოებს, მაგრამ უკვე ათ წელზე მეტია ციფრული ფოტოაპარატით მუშაობს. ის ძირითადად გრძელვადიანი პროექტებით არის დაკავებული, იღებს რეგიონებში და ფირზე ასახავს პროვინციაში მცხოვრები ადამიანების პრობლემებსა და ცხოვრებასა და ასევე ფოტოგრაფიით გადმოცემს ისტორიას.
მისი ცნობილი ფოტოსერიებია: „დედაჩემის წიგნი“, „დუხობორების მიწა“, „თაგვების სოფელი“, „ცხოველების მარკეტი“, „ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“ და „პანკისის ხეობის ქალები“.