თარაშ დოლაბერიძემ EJOI 2021- ის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

24-28 აგვისტოს, რუმინეთის ქალაქი პლოეშტი ინფორმატიკაში ევროპის მოსწავლეთა (იუნიორთა) V ოლიმპიადას, EJOI 2021- ს მასპინძლობდა. ოლიმპიადაში მონაწილეობდა 30 ქვეყნის 107 მოსწავლე, რომლებმაც ინფორმატიკასა და საინფორმაციო და კომუნიკაციურ ტექნოლოგიებში თავიანთი, სხავადასხვა უნარები გამოავლინეს და  6 ალგორითმული ამოცანა ამოხსნეს.

საქართველოს იუნიორთა ნაკრების წევრმა, ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, თარაშ დოლაბერიძემ ამ ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„საქართველოს იუნიორთა ნაკრების წევრი გახლდათ ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თარაშ დოლაბერიძე, რომელმაც ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. ვულოცავთ თარაშს, მის ოჯახს, თანაკლასელებს, სკოლასა და სკოლის ყველა გულშემატკივარს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. თარაშს კი შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებთ.“ – ნათქვამია ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები