ჭაბუკ ძალოსანთა 28 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

პოლონეთის ქალაქ ჩეხანოვში გამართული ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი ქართველმა  ძალოსნებმა ტრიუმფით დაასრულეს.

28 მედალი – 16 ოქრო, 7 ვერცხლი და 5 ბრინჯაო – ასეთია ჩვენი სპორტსმენების ისტორიული შედეგი.

ორჭიდში მათი გამარჯვების აღსანიშნავად პოლონეთში ხუთჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი. ვაჟთა შორის ორჭიდში ევროპის ჩემპიონები გახდნენ გიგა ოდიკაძე (49 კგ, U17), ლევან ოჩიგავა (73 კგ, U15) და გურამ ვეკუა (96 კგ, U17). გოგონათა შორის ასეთივე წარმატებას მიაღწიეს ოქროს მედლები დაისაკუთრეს  მარიამ მურღვლიანმა (81 კგ, U15) და ნათია გადელიამ (81კგ, U17). ასევე ორჭიდში ვერცხლის მედლები მიიღეს რევაზ მილდიანმა (55კგ, U15), გოგა ჯაჯვანმა (61 კგ, U15) და ნიკოლოზ ესართიამ (73 კგ, U17), ბრინჯაოსი – საბა ადამიამ (81კგ, U15). ცალკეულ დისციპლინებში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები გახდნენ ლერი ნეფარიძე (55 კგ, U15) და ირაკლი ვეკუა (+102 კგ, U15).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები