კარლოვი ვარის რიგით 55-ე ფესტივალზე წელს სამი ქართული ფილმია წარდგენილი

კარლოვი ვარის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა წელს  სამი ქართული ფილმი შეარჩიეს კინოფორუმზე წარსადგენად. ფესტივალი 20 აგვისტოს, საზეიმოდ გაიხსნა და 28 აგვისტომდე გასტანს.

21 აგვისტოს იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმის “ოთარის სიკვდილის” მსოფლიო პრემიერა გაიმართა.  “ოთარის სიკვდილი”   საქართველო-გერმანია-ლიეტუვას კოპროდუქციაა და   საკონკურსო სექციაში East of the West Competition არის წარდგენილი.

კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ასევე, ლევან კოღუაშვილის ფილმის “მეოთხე ბრაიტონის” ევროპული პრემიერა შედგა. შეგახსენებთ, რომ ფილმის მსოფლიო პრემიერა ტრაიბეკას საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც მან 3 ჯილდო მოიპოვა.

ალექსანდრე კობერიძის ფილმი “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?” კარლოვი ვარში სექციაში Horizons არის შერჩეული. ფილმმა ფიპრესის ჯილდო, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები