ქართული ანიმაცია იაპონიაში 24 000-მდე სტუმარმა იხილა
მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმი “მიტოვებული სოფელი” (პროდიუსერი მარიამ კანდელაკი) იაპონიაში, ნაგანოს არტ მუზეუმში აჩვენეს.
ივლისსა და აგვისტოში ქართული ანიმაცია იაპონიაში 24 000-მდე სტუმარმა იხილა.
“მიტოვებული სოფელი” პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც მას გადაეცა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო.
“მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და “ქართული ფილმი-აფხაზეთი”-ს ბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.