მიხეილ თუმანიშვილის „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ ჩინურ ენაზე გამოიცემა

იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის და პეკინის დრამის აკადემიის თანამშრომლობით, პროფესორების შენ ლინის და ლევან ხეთაგურის ძალისხმევით, ჩინურ ენაზე გამოსაცემად მზადაა მიხეილ თუმანიშვილის „სანამ რეპეტიცია დაიწყება“. 

„განსაკუთრებული მადლობა ბატონ მიხეილ თუმანიშვილის ოჯახს და ბატონ ზურაბ გეწაძეს გაწეული დახმარებისთვის და თანადგომისთვის. წიგნი გამოდის მიხეილ თუმანიშვილის 100 წლის  და პეკინის აკადემიის სერიის – მსოფლიო თეატრალური მოაზროვნეების ფარგლებში.“ – ნათქვამია იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წიგნი წლის ბოლომდე გამოიცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები