ალექსანდრე ლოლაძე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონი-81 კგ წონით კატეგორიაში ალექსანდრე ლოლაძე გახდა.

ალექსანდრემ პირველ რაუნდში დაისვენა და მეორე რაუნდში ნიკოლა კიარის შეხვდა და იპონით სძლია. მისი მომდევნო მეტოქე რუმინელი ბოგდან პეტრე გახლდათ, რომელთანაც ვაზარით მოიგო. ნახევარფინალში კი ალექსანდრემ რუს ილია მუსატოვს აჯობა. ფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი ფრანგ ჯეისონ ოკოიეს დაუპირისპირდა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ბრინჯაოს მედლები არჩილ მამულაშვილმა (-90კგ) და საბა ქარდავამ (+90კგ) მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები