,,ეს წარმატება დიდი პატივი და პასუხიმგებლობაა ჩემთვის”- გიორგი მინასოვი სწავლასა და პროფესიულ პრაქტიკას VCU-ში აგრძელებს

გიორგი მინასოვი საკუთარ ისტორიას ვირჯინიიდან გვიყვება. ის ცოტა ხნის წინ, ჰიუბერტ ჰამფრის პროგრამის (Hubert H. Humphrey Fellowship) გამარჯვებული გახდა და სწავლასა და პროფესიულ პრაქტიკას ვირჯინიის უნივერსიტეტში – VCU-ში აგრძელებს, სადაც ნარკოდამოკიდებულებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მართვის საკითხებში ცოდნას გაიღრმავებს. გეგმავს სამომავლოდ წვლილი შეიტანოს საქართველოში მენტალური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და ორმაგი დიაგნოზების მექანიზმის განვითარებაში.

ის აქამდე ნარკოდამოკიდებულებისა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს საქართველოში სამედიცინო ცენტრ ურანტსა და ორმაგი დიაგნოზების მართვის ცენტრში ეხმარებოდა.

,,ეს წარმატება დიდი პატივი და პასუხიმგებლობაა ჩემთვის, რადგან მინდა ბევრი ახალი ვისწავლო, კარგი გამოცდილება შევიძინო, პროფესიული კავშირები გავიღრმავო, ეს ყველაფერი შემდეგ საქართველოში წამოვიღო და ჩემი სფეროს განვითარებას მოვახმარო,“-  ამბობს გიორგი ინტერვიუში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები