ავიაკომპანია SCAT Airlines ფრენებს ახალი მიმართულებით იწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ყაზახური ავიაკომპანია  SCAT  Airlines- ი ფრენების განხორციელებას ახალი მიმართულებით იწყებს. რეგულარული ფრენები  აქტობე-თბილისი-აქტობეს საჰაერო ხაზზე შესრულდება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანია SCAT  Airlines-ის  მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეისები თბილისსა და აქტობეს შორის, მიმდინარე წლის  22 აგვისტოდან 24 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით (კვირა) განხორციელდება.

„საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ყაზახური ავიაკომპანიისთვის აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა 18 აგვისტოს მიენიჭა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, გადამყვანი ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.“ – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები