ქაბულის ტერიტორიას დარჩენილი 16 ქართველიც ტოვებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, ქაბულში დარჩენილი საქართველოს 16 მოქალაქე დილით სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. ისინი ბრიტანეთის მიერ უზრუნველყოფილი რეისით დუბაის მიმართულებით მიჰყავთ და სამშობლოში საღამოს დაბრუნდებიან.
შეგახსენებთ, ავღანეთში კერძო კონტრაქტით საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა. 6-მა მათგანმა ქაბული 17 აგვისტოს დატოვა.