ალექსანდრე კობერიძის ფილმს სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ
ალექსანდრე კობერიძის ფილმს “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?!” სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ.
„ფილმი სექციაში In Focus იქნება წარმოდგენილი. სექცია აერთიანებს იმ ფილმებს, რომელთაც უკვე მიაღწიეს დიდ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე.“ – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.