ქაბულში მყოფი 22 ქართველიდან სამშობლოში 6-ის დაბრუნება მოხერხდა
ქაბულში მყოფი 22 ქართველიდან სამშობლოში მხოლოდ 6 პირის დაბრუნება მოხერხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეები ავღანეთში კერძო კონტრაქტით იმყოფებოდნენ და ამერიკულ კომპანიაში მუშაობდნენ. მათი თქმით, ავღანეთში შექმნილი არასტაბილური და ქაოტური ვითარებიდან გამომდინარე. მთავარი პრობლემაა საქართველოს მოქალაქეების ქაბულში გადაადგილება და მათი აეროპორტის ტერიტორიამდე მიყვანა. ქაბულში რჩება საქართველოს კიდევ 16 მოქალაქე, რომელთა სწრაფი ევაკუაციისთვის ქართული მხარე აქტიურად მუშაობს.
„რჩება 16 ჩვენი მოქალაქე, აქტიურად ვმუშაობთ მათი ქალაქიდან აეროპორტის ტერიტორიაზე მისაყვანად, სადაც ბაზას უკვე ამერიკის და ბრიტანელი, ასევე თურქი სამხედროები აკონტროლებენ და მერე იქიდან უკვე მოხდება ამ ადამინების გადმოყვანა, გამოფრენა საქართველოში.“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
6 ქართველი საქართველოში უნგრული ბორტით დაბრუნდა. დარჩენილი 16 მოქალაქის სამშობლოში დაბრუნების თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.