საერთაშორისო კონკურსზე „რუსთაველი საფერავი ქვევრი“ და „რუსთაველი ქისი ქვევრი“ 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა

ქვევრის ღვინოს საერთაშორისო კონკურსზე, „მეღვინეობა შილდას“ 2019 წლის მოსავლის ღვინოები, – „რუსთაველი საფერავი ქვევრი“ და „რუსთაველი ქისი ქვევრი“ 1 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ასოციაცია ქართული ღვინო ავრცელებს.

ქვევრის ღვინოს საერთაშორისო კონკურსი ასოციაცია “ქართული ღვინოს” ორგანიზებითა და ღვინის სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეხუთედ ჩატარდა.

კონკურსის მიზანია, მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, როგორც ქართული ასევე უცხოური, ქვევრის ღვინის წარმოების და მოხმარების ხელის შეწყობა, სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები