მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მედლები 17 და 18 აგვისტოს გათამაშდება

უფა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. შეჯიბრება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გახსნეს. 16 აგვისტოს, წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები შედგა.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, დღეს საქართველოს სახელით კონკურენციაში ჩაებმებიან:

ომარ გაზაშვილი (61 კგ);

ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ);

დავით კოღუაშვილი (86 კგ);

ანდრო მარგიშვილი (92 კგ);

გიორგი ჩიხრაძე (125 კგ).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო, საღამოს კი ფინალისტებიც გამოვლინდებიან და მედლები 17 და 18 აგვისტოს გათამაშდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები