ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გია აგუმავა დააჯილდოვეს

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის  გია აგუმავა დააჯილდოვეს.

ელენე ნავერიანის „სველი ქვიშა” ფილმი ფესტივალის საკონკურსო სექციაში Concorso Cineasti del presente იყო წარმოდგენილი.

სურათში მოთხრობილია შავის ზღვის სანაპიროს სოფელზე, ახალგაზრდა ქალი, მოე,  ბაბუის თვითმკვლელობის შემდეგ მისი ძველი სიყვარულის ისტორიისა და ტყუილების ჯაჭვს შორის მოექცევა. ფილმი შვეიცარიისა და საქართველოს ერთობლივი ნაწარმოებია.

ლოკარნოს კინოფესტივალზე ერთდროულად ორი ქართული ფილმია წარდგენილი.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ბოლო წლებში, კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს ლეოპარდი” ორმა ქართველმა რეჟისორმა მოიპოვა – ანა ურუშაძემ საუკეთესო დებიუტისთვის (ფილმი „საშიში დედა”) და დავით ფირცხალავამ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „მამა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები