რას ნიშნავს ეკოლოგიური მშენებლობა და რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის შერჩევის დროს

დღეს ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეკოლოგია არის საკითხი, რომლის დაცვის გარეშეც, განვითარებაზე საუბარი უკვე შეუძლებელია. ამ საკითხის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კი ეკოლოგიური მშენებლობაა, რადგან ახალი შენობების რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. ამიტომაც, მშენებლობის პროცესში ეკოლოგიური მასალების გამოყენება და მათი საზოგადოებაში პოპულარიზაცია დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

საინტერესოა, კონკრეტულად, რას ნიშნავს ეკოლოგიური სამშენებლო მასალები, იყენებენ თუ არა მათ საქართველოში არსებული კომპანიები და როგორ უნდა მოწესრიგდეს ეს მიმართულება?


(ლევან ნათაძე – „მწვანე მშენებლობის საბჭოს“ დირექტორი)

-ზოგადად, ეკოლოგიურ მასალას, ისე როგორც ეკოლოგიურ მშენებლობას, ორი მნიშვნელობა აქვს: პირველი – მისი შექმნა და გამოყენება არ უნდა აზიანებდეს გარემოს; მეორე – მისი გამოყენება არ უნდა აზიანებდეს შენობით მოსარგებლე ადამიანის ჯანმრთელობას. ფართო მასებში უფრო მეტად მეორე მნიშვნელობაა გავრცელებული.

მსოფლიოში ეკოლოგიური მასალების გამოყენება არა მარტო პოპულარულია, არამედ გარკვეულწილად ნორმაც არის. მასალების შემადგენლობა რეგულირდება ნორმებით, ხოლო ნორმაზე კარგი მახასიათებლები ითვლება პრემიუმ ნიშად ანუ მწვანედ, მაშასადამე, პოპულარულია.

მშენებლობაში ეკოლოგიური მასალის გამოყენებისას მობინადრის მოგება, პირველ რიგში, ჯანმრთელობაა. ასევე, იმ ხარჯის თავიდან აცილება, რაც შეიძლება მავნე მასალამ გამოიწვიოს.

ჯერჯერობით, საქართველოში ეკოლოგიური მშენებლობის შესახებ ცნობადობა დაბალია. დეველოპერები სარგებლობენ დაბალი ცნობადობით, ასევე კანონმდებლობაში ამ სფეროში არსებული ნიშით და მომხმარებლებს არ აწვდიან სრულ ინფორმაციას მასალების მიერ გამოწვეული საფრთხეების და ზიანების შესახებ, რადგან მომხმარებლები, ხშირ შემთხვევაში, ამას არც ითხოვენ. დღესდღეისობით, ამ სფეროში კარგ გამოცდილებას მხოლოდ ერთეულები იმეორებენ, ისიც გარკვეულ ობიექტებზე. უმეტესწილად მაშინ, თუ თვითონ უნდა იცხოვრონ ან იმუშაონ შენობაში.

საჭიროა ცნობიერების ამაღლება და საინჟინრო კვალიფიკაციის გაზრდა, რათა ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე მოთხოვნა შეიქმნას. ასევე, საჭიროა რეგულაცია, რადგან ყველა მომხმარებელს ვერ ექნება კარგის და ცუდის გარჩევის საშუალება. რეგულაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე უფრო მაღალ დონეს – პრემიუმ სეგმენტს – მწვანე შენობების სერტიფიცირების ფართოდ გავრცელება მოაწესრიგებს.


მართალია, ეკოლოგიური მშენებლობის ბაზარი საქართველოში განსხვავებული შეთავაზებებით გაჯერებული ნამდვილად არ არის, თუმცა არსებობს კომპანია, რომელიც ზუსტადაც ეკოლოგიური მშენებლობის ნიშის დაკავებას ცდილობს და მშენებლობის მთელ პროცესში ეკოლოგიურად სუფთა მასალებს იყენებს. ეს კომპანია „მეტი დეველოპმენტია“.


გაიგეთ მეტი კომპანია „მეტი დეველოპმენტის შესახებ: აქ


„მეტი დეველოპმენტი“ ცნობილია თავისი კონცეფციით – „ეკოსითი“. მათი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კედლები ინოვაციური სამშენებლო მასალებისგან შენდება. საფასადე სისტემა Hekimboard-ი თანამედროვე, ინოვაციური სამშენებლო მასალაა, რომელსაც  ყველა პროექტში იყენებენ. ხსენებულ ტექნოლოგიას მთელი რიგი უპირატესობები გააჩნია: წარმოებულია ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან;  მისგან აგებული კედლები მსუბუქია, რაც აორმაგებს შენობის სეისმურ მდგრადობას; უზრუნველყოფს ხმის და ტემპერატურის იზოლაციას; მასზე ზემოქმედებას გარემო-პირობები ნაკლებად ახდენენ და სხვა მასალებთან შედარებით, ბევრად გამძლეა.

ესპანური, ეკოლოგიურად ჯანსაღი საღებავებით იღებება კორპუსების ფასადების ღია ტონალობები, ხოლო მუქ ფერებს „ნასა“-ს მიერ შემუშავებული საღებავით ფარავენ, რომელიც ტემპერატურის ცვალებაზე ნაკლებად რეაგირებს. ორივე მწარმოებელის საღებავი მაღალი ხარისხით გამოირჩევა და მათი ზედაპირები წლების შემდეგაც ინარჩუნებენ ახლის იერსა და ფერის ინტენსივობას.

კომფორტის, სიმყუდროვისა და ენერგოეფექტურობისთვის, სართულებს შორის ხარისხიანი ხმისა და თბოიზოლაცია უმნიშვნელოვანესია, რაც კომპანიას არ გამორჩენია. „მეტი დეველოპმენტის“ ენერგოეფექტური ბინები კომუნალური გადასახადების 60%-ის დაზოგვის საშუალებას იძლევა. ისინი ერთ-ერთი პირველები არიან, ვინც საქართველოში  ახალი ტექნოლოგიები შემოიტანა და ამ გზის გაგრძელებას აპირებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები