გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ევროპის ჩემპიონატების ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქართველი გენო პეტრიაშვილი დღეს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ის ასპარეზობას მერვედფინალში შეუდგა და აშკარა უპირატესობით აჯობა აფრიკის ორგზის ჩემპიონს, ეგვიპტელ დიაელდინ აბდელმოტალებს. გენომ მეოთხედფინალში 5:2 დაამარცხა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელი, ჩინელი ჟივეი დენგი, ხოლო ნახევარფინალში მისი მეტოქე 23-წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი, ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, ირანელ ამირ ჰოსეინ ზარე იყო , რომელიც 6:3 დაამარცხა.
გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში პანამერიკული თამაშების და იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულს – გეიბლ სტივსონს დაუპირისპირდა და შეხვედრის ბოლო წამზე 9:8 დამარცხდა
დღეისათვის საქართველო ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშების 8 მედალს ითვლის. აქედან 2 მედალი ოქროსია, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოსი.