იაკობ ქაჯაია ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა მძიმეწონოსანმა ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში იგი სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან კუბელ ლოპეს ნუნიესთან ანგარიშით 0:5 დამარცხდა.

იაკობ ქაჯაიამ ოლიმპიური თამაშების საფინალო გზაზე სამი მეტოქე დაამარცხა, ფინლე კოუსმანენს პირველივე პერიოდში წმინდად მოუგო, რუს სერგეი სემიონოვს 3-1 სძლია, ნახევარფინალში კი მინალური უპირატესობით მოუგო ჩილეს წარმომადგენელ აკოსტას.

ფინალში კი ლეგანდარულ კუბელს ლოპეს ნუნიესს დაეჭიდა და სამწუხაროდ დამარცხდა

საქართველომ ოლიმპიადაზე მეექვსე მედალი აიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები