ეკატერინე გორგოძე W60 KOZERKI OPEN 2021 გამარჯვებულია

ქართველი ჩოგბურთელი პოლონეთში გამართული ITF-ის 60 000-იანი ტურნირის გამარჯვებულია.

ფინალამდე ეკატერინე გორგოძემ მეოთხედფინალში ბერძენი დესპინა პაპამიჩაილი  ანგარიშით 6:3; 6:0 გაანადგურა და გროძისკ-მაზოვეცკიში ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგ ტესა  ანდრიანა ფიტრიმოს შეხვდა და ანგარიშით 3:6; 7:5; 6:4 დაამარცხა და ტურნირის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ფინალში, ეკატერინე გორგოძემ ფრანგი ხლოე პაკე ანგარიშით 7:6(7); 0:6; 6:4 დაამარცხა და გროძისკე-მაზოვეცკიში ITF W60 ტურნირის გამარჯვებული გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები