გამოფენა – სიჩუმისა და ხმაურის უთქმელი სიტყვები

31 ივლისს 19:00 საათზე, ფიქრის გორაზე, NINO GOGE GALLERY-ში გაიხსნა გამოფენა Unspoken: Words of Silence and Noise, რომელიც კლუბურ კულტურებს სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში წარმოადგენს. გამოფენის ორგანიზატორია NINO GOGE GALLERY, კურატორი – ვახტანგ ჭეიშვილი.

გამოფენის პარალელურად, თბილისის კლუბური კულტურის სცენიდან, ხუთი მუსიკოსი – ნატალია ბერიძე; რეზო ღლონტი; თამადა; ზესკნელ; საფილეუმი
წარადგენს თავის შემოქმედებას, რომელიც სუბ – და ახალგაზრდული კულტურების სხვადასხვა მოტივის ესთეტიკური იდეით ხასიათდება.

„რა აღქმადი, სოციალური და პოლიტიკური შესაძლებლობები გააჩნია ახალგაზრდულ, სუბ და კლუბურ კულტურებს და როგორ შეიძლება მათი მხატვრული განხილვა საგამოფენო კონტექსტში? გამოფენის ძირითადი კურატორული კონცეფცია და იდეები სწორედ ამ კითხვების გარშემო ერთიანდება.

გამოფენა ასახავს ისტორიულ, სოციალურ და პოლიტიკურ თემებს, რომლებიც 1918 წლიდან დღემდე თან ახლავს საქართველოს ახალგაზრდულ, სუბ და საკლუბო კულტურას. მხატვრულ – ესთეტიკური თვალსაზრისით, გამოფენა სწორედ იმ ისტორიულ, სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებსაც ეხება, რომლებიც, ზემოთ აღნიშნული კულტურებისთვისაა დამახასიათებელი. ამავე დროს, ის ცდილობს გამაერთიანებელი, გლობალური ნიშან-თვისებების პოვნას,“ – ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

გამოფენა 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები