თეთრა მღვიმე ვიზიტორების მიღებას სატესტო რეჟიმში დაიწყებს

თეთრა მღვიმე ვიზიტორების მიღებას სატესტო რეჟიმში დაიწყებს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ხომულში მდებარე მღვიმე 30 000 წლის წინანდელ ისტორიას ინახავს. იგი მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს, სადაც 15 000-მდე არქეოლოგიური მასალაა მოპოვებული, მათ შორის, პალეოლითელი ადამიანის იდაყვის ძვალი, რაც ადასტურებს, რომ მღვიმე პირველყოფილი ადამიანის საცხოვრებელს წარმოადგენდა.

თეთრა მღვიმე იქნება პირველი ეკოტურისტული სივრცე საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში, სადაც დაინერგა საკმაოდ წარმატებული და მიმზიდველი ინოვაციური სერვისი, რაც გულისხმობს ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას. მღვიმე ვიზიტორებს სპელეო-გამაჯანსაღებელ სეანსებსაც შესთავაზებს, რაც განპირობებულია მღვიმის სპეციფიკური ჰაერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები