ანტონ პლესნოიმ ტოკიოს ოლიმპიური ბრინჯაო მოიპოვა

ანტონ პლესნოიმ, ფეხის ტრავმის მიუხედავად, ქომაგებს გმირული ბრძოლა აჩვენა და ოლიმპიური მედალი მოიპოვა.

სპორტსმენმა ატაცში 177 კგ დაძლია, აკვრაში კი 210 კილოგრამი და ორჭიდის ჯამში დაგროვებული 387 კილოგრამით ოლიმპიურ კვარცხლბეკზე შედგა.

ანტონი ამ ბრძოლაში მარტო არ ყოფილა, მის უკან იდგა გუნდი, რომელსაც ქვეყნის მრავალგზის საუკეთესო მწვრთნელი და ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე ხელმძღვანელობს და ასევე მწვრთნელი ავთანდილ გახოკიძე და ძალოსნების ექიმი გიორგი ჭინჭარაული.

სწორედ ეს  ადამიანები არიან იმ მედლის შემოქმედნი, რომელიც პლესნოიმ გმირული ბრძოლით მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები