სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი აღიარა

ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, სერბეთის რესპუბლიკის მთავრობამ  ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერთიფიკატი აღიარა.

სერბეთის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის განკარგულებით, მოქალაქეებს საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარდგენის შემთხვევაში სერბეთის რესპუბლიკაში შესვლა 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები