საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპილარიზაციის მიზნით Forbes America სტატიას მოამზადებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Forbes-ის ჟურნალისტმა რანა გუდმა ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისი,  ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, მესტია, უშგული, ონი, ამბროლაური, ნიკორწმინდა და შაორი მოინახულა.

რანა გუდი Forbes-ისთვის საქართველოს შესახებ სტატიას მოამზადებს, სადაც საქართველოს ტურისტული მიმართულებების, ტურისტული პროდუქტების,  ქართული ღვინისა და კულინარიის  შესახებ ინფორმაციას Forbes-ის მილიონობით მკითხველს გააცნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები