ბათუმში სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმი გაიხსნება
ბათუმში სულიკო ჟღენტის სახელობის კინოს მუზეუმი გაიხსნება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მუზეუმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
მუზეუმში ასახული იქნება ქართული კინოს ისტორია და თანამედროვე კინოხელოვნების განვითარების ტენდენციები. შეიქმნება მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა.
სულიკო ჟღენტის კინომუზეუმის პროექტისა და კონცეფციის ავტორები არიან ოლიკო და ქეთევან ჟღენტები.
მუზეუმის მოწყობის სამუშაოები დაიწყება მიმდინარე წელს, პროექტი ფინანსდება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.