“China Daily”-ის პლატფორმაზე საქართველოს ისტორიისა და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სტატია გამოქვეყნდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს საელჩოსა და ჩინეთის ყველაზე რეიტინგული ინგლისურენოვანი მულტიმედიური პლატფორმის “China Daily”-ის შორის არსებული თანამშრომლობის შედეგად, ინტერნეტ პლატფორმაზე “China Daily Readers Club”, საქართველოს ისტორიისა და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ვრცელი მასალა გამოქვეყნდა.
♦️China Daily-ს ბეჭდური, ონლაინ და მობილური აპლიკაციის მკითხველთა რაოდენობა, 350 მილიონ ადამიანს აღემატება.