დამწყები ხელოსნები ტრადიციული მოგზაურობისას საქართველოში გერმანიის საელჩოს ესტუმრენ

გერმანიის საელჩოს თბილისში ორი განსაკუთრებული 2 სტუმარი ესტუმრა: ქვის მთლელი და კალატოზი, რომლებიც ამჟამად დამწყები ხელოსნების ტრადიციულ მოგზაურობას, ეგრეთწოდებულ Walz-ს ასრულებენ. სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი მოგზაურობდნენ გერმანიაში, აღმოსვლეთ ევროპასა და საქართველოში და ახლა ისევ სამშობლოში ბრუნდებიან.

„დამწყები ხელოსნების ასეთი მოგზაურობა წარმოადგენს 800 წლის ტრადიციას, რომელსაც ზოგიერთი ხელოსანი დღემდე მისდევს. სწავლის დამთავრების შემდეგ ისინი მინიმუმ სამი წლითა და ერთი დღით იწყებენ მოგზაურობას, რათა სხვა ქვეყნებში გაეცნონ მათთვის უცხო სამუშაო მეთოდებს და თავიანთი ცოდნა გაუზიარონ სხვებს. მოგზაურობისას შეგირდები მუშაობენ და აგროვებენ დამსაქმებლების, მერიების, საელჩოების ბეჭდებს თავიანთ ტრადიციულ სამოგზაურო წიგნში, რომელიც მათ მოგზაურობას ასახავს.“ – ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები