ყირგიზეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები დაიწყო
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყირგიზულმა ავიაკომპანია Air Manas-მა ბიშკეკი–ბათუმი–ბიშკეკის მიმართულებით რეგულარული ფრენები დაიწყო.
ადრე ავიაკომპანია მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ახორციელებდა.
პირდაპირი ფრენები ამ მიმართულებით ზაფხულის განმავლობაში კვირაში ერთხელ – ყოველ შაბათს შესრულდება.
ტურისტებთან ერთად პირველ ავიარეისს ბათუმში ყირგიზული ტურსააგენტოების წარმომადგენლები ჩამოყვნენ.
ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობებისა და სასტუმრო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ მათთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში პრეზენტაცია გაიმართა.