ჯოზეფ გორდონ-ლევიტი საქართველოსთან დაკავშირებულ პროექტს იწყებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამერიკელი მსახიობი, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი საქართველოსთან დაკავშირებულ პროექტს იწყებს.
“არის აქ ვინმე, ვინც საქართველოში ცხოვრობს? ახალი პროექტისთვის ვეძებ საქართველოში გადაღებულ ფოტოებს. მოძებნეთ, თუ გაქვთ ამ ქვეყანაში გადაღებული ფოტოები, რომლებითაც ამაყობთ და გააზიარეთ პლატფორმაზე: https://hitrecord.app.link/worldphotos”
წერს ჯოზეფ გორდონ-ლევიტი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და თბილისის ფოტოს აქვეყნებს.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
hitRECord ონლაინ მედია პლატფორმაა, რომელიც მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს ვიზუალური მასალების გაზიარების და მათ ახალ პროექტებში ჩართვის საშუალებას აძლევს.