ქართული სტენდი კორეის საიმპორტო პროდუქციის გამოფენაზე

21-24 ივლისს, საქართველოს საელჩო მონაწილეობს კორეის საიმპორტო პროდუქციის (Korea Import Goods Fair, IGF) რიგით მე-18 გამოფენაში, რომელიც სეულში, კორეის იმპორტიორთა ასოციაციის და კორეის რესპუბლიკის მთავრობის (საგარეო საქმეთა სამინისტრო; ვაჭრობის, მრეწველობის და ენერგეტიკის სამინისტრო; კორეის ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტო; კორეის საერთაშორისო ვაჭრობის ასოციაცია) მხარდაჭერით იმართება.

„ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს სტენდი, რომელზეც წარმოდგენილია ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქცია. გამოფენის დამთვალიერებლებს, შესაძლებლობა მიეცათ გაეცნონო ქართულ ღვინოს, სხვა ალკოჰოლურ და მინერალურ სასმელებს, ქართულ თაფლს, სანელებლებს, საწებლებს და ტკბილეულს.“ – ნათქვამია კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

IGF ყოველწლიურად იმართება და საიმპორტო პროდუქციის ერთ-ერთი წამყვანი გამოფენაა კორეაში. იგი თავს უყრის, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ კომპანიებს და წარმოადგენს მთავარ პლატფორმას ქვეყნის ბაზარზე დამკვიდრების და ბიზნეს პარტნიორების მოძიების სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები