ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის სამეფო ჭადრაკს ჩუქნის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სპეციალურად ლიონელ მესისთვის დამზადებული საჩუქარი წარადგინეს.

ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესის კოპა ამერიკაზე გამარჯვების აღსანიშნავად სამეფო ჭადრაკს ჩუქნის, მოოქროვილ ფიგურებიანი სამეფო ჭადრაკი “ზარაფხანაში” დაამზადეს.

„რაც მესისგან საჩუქრად მაისური მივიღე, იმის შემდეგ ვფიქრობდი, საპასუხოდ რა საჩუქარი შემერჩია. მჯეროდა, რომ „კოპა ამერიკას“ მოიგებდა და მინდოდა გამარჯვება განსაკუთრებულად მიმელოცა.

ლიონელ მესიმ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, 80 წლის იუბილეზე, საკუთარი ხელმოწერილი ბარსელონას მაისური გამოუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები