კახეთში ლექცია- კონცერტები გაიმართება
20-22 ივლისს, კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში, მუსიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, ლექცია – კონცერტები გაიმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია კლასიკური მუსიკის დაცვისა და განვითარების ცენტრი ელისო ვირსალაძის ხელმძღვანელობით.
ღონისძიება პროექტის „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ ფარგლებში ჩატარდება.
აქცია – კონცერტებს, რომლებიც საგარეჯოში, დედოფლისწყაროში, სიღნაღში, ლაგოდეხში და ახმეტაში ჩატარდება, ინტერაქტიული, შემეცნებით – გასართობი ფორმა ექნება.