იაპონელი მოწაფეები საქართველოს მხარდასაჭერად ქართულ ჰიმნს სწავლობენ
იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, იაპონიის ქალაქ ომუტაში, სადაც საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ერთ-ერთი წინასწარი შეკრების ბანაკი უნდა გამართულიყო, საშუალო სკოლის მოწაფეები საქართველოს მხარდასაჭერად ქართული ჰიმნის სიმღერაში მეცადინეობენ.
მეცადინეობის პროცესი ადგილობრივმა მედიამ გააშუქა.