ჯუნიორ NBA-GBF “ბ” ლიგის გათამაშება დასრულდა
ჯუნიორ NBA-GBF “ბ” ლიგის გათამაშება დასრულდა. საქართველოს ყველაზე მასშტაბური საკალათბურთო ღონისძიების ნაწილი, რომელშიც 30 გუნდი მონაწილეობდა და ამერიკის პროფესიული საკალათბურთო ლიგის ანალოგიური ფორმატით ჩატარდა, დაძაბული და საინტერესო ფინალით დამთავრდა.
საკალათბურთო გუნდმა “მეგამ”, რომელსაც ახალგაზრდა მწვრთნელი, ნიკა ხუციშვილი ხელმძღვანელობს, დრამატულ ფინალში 22:21 დაამარცხა ლაშა ელბაქიძის “მაკაბი” და ჯუნიორ NBA-GBF ბ ლიგის გამარჯვებული გახდა.
ბავშვები საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებმა დააჯიდოვეს.
2021 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის ჩემპიონს ნბა-ს მსგავსად საჩემპიონო ბეჭდები გადაეცა.
2021 წლის ჯუნიორ ნბა-ს „ბ“ ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა ლოს ანჯელეს კლიპერსის (მეგა) წევრი ირაკლი ლაშხი. საუკეთესო მოთამაშე სპეციალური პრიზით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ დააჯილდოვა.
ჯუნიორ ნბა-ს ჩემპიონი გუნდის, ლოს ანჯელეს კლიპერსის (მეგა) კაპიტანს დათა ლომიძეს, საჩემპიონო თასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა გადასცა.