“მიტოვებული სოფელი”ოტავას ანიმაციურის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაშია

ქართული ანიმაციის მორიგი წარმატება – “მიტოვებული სოფელი” შერჩეულია ოტავას ანიმაციურის ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.

ივლისის დასაწყისში პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ ანიმაციას “მიტოვებული სოფელი” გადაეცა 2 ჯილდო: ჟიურის პრიზი და მაყურებლის ჯილდო.

“მიტოვებული სოფელი” პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც მას გადაეცა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო.

“მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და “ქართული ფილმი-აფხაზეთი”-ს ბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერია მარიამ კანდელაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები