აზიური ფესტივალი ვენაში

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში “European International Cultural Agency “ ორგანიზებით, აზიური ფესტივალი გაიმართა.

აზიური ფესტივალის  თანაორგანიზატორები იყვნენ: “ქართული სათვისტომო ავსტრიაში” და “ქართულ ავსტრიული კულტურის ცენტრი.“

აზიური დღის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, წარმოდგენილი იყო  სხვადასხვა სახის ღონისძიება.

აქვე ფუნქციონირებდა ქართული სტენდი – ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთებით და ნაკეთობებით. მსურველებს შეეძლოთ საქართველოს,  ქართული ენის და დამწერლობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა, ასევე ქართული სამზარეულოს დაგემოვნება და ქართული პროდუქტის შეძენა.

ამ პროექტის ფარგლებში, მოეწყო ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი სამკაულებისა გამოფენა – გაყიდვა.

საღამო ქართულ-ავსტრიული კულტურის ცენტრის დამფუძნებელმა და ავსტრიაში მოღვაწე ქართველმა მუსიკოსმა ია ღვინიაშვილმა ქართული სიმღერით დაასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები