ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 14 ივლისს, რუმინეთის ჯანდაცვის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე კვლავ განახლდა მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მქონე ქვეყნების სია. საქართველომ ე.წ. “ყვითელი ზონის” ქვეყნებიდან “წითელ ზონაში” გადაინაცვლა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები რუმინეთის ტერიტორიაზე შესვლისას 14 დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან. კარანტინი არ შეეხებათ:

  • ვაქცინირებულ პირებს
  • სამ წლამდე ბავშვებს
  • სამიდან 16 წლამდე ბავშვებს PCR ტესტის წარდგენის პირობით
  • ტრანზიტულად მოძრავ პირებს
  • პირებს, რომლებიც რუმინეთის ტერიტორიაზე 3 დღეზე მეტხანს არ გაჩერდებიან (PCR ტესტის წარდგენის პირობით)
  • პროფესორებსა და სტუდენტებს, რომლებიც ქვეყანაში აკადემიური საქმიანობის განსახორციელებლად მიემგზავრებიან.

მნიშვნელოვანია, რომ კარანტინიდან გასვლა შესაძლებელია მეათე დღესაც, თუკი მერვე დღეს ჩატარებული PCR ტესტი უარყოფითი აღმოჩნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები