ქართული დიასპორის წარსული და თანამედროვეობა – დიასპორათა კვლევის ცენტრის გეგმები

2 ივლისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრი დაფუძნდა. ცენტრმა საქმიანობა საერთაშორისო კონფერენციით დაიწყო. ის თურქეთში მცხოვრები ქართველი ეროვნული მოღვაწის ახმეთ მელაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ მეცნიერები როგორც საქართველოდან, ისე თურქეთის 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან.

ახლადდაფუძნებული ქართულ დიასპორათა კვლევის ცენტრის საქმიანობის არეალი საკმაოდ ფართო იქნება და ისტორიული ემიგრაციის თემებთან ერთად, თანამედროვე პრობლემების კვლევასაც მოიცავს.

როგორ შეიქმნა აღნიშნული ცენტრი და რა პროექტების განხორციელება იგეგმება, ამაზე ვრცლად ვიდეობლოგში საუბრობენ სტუმრები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი როზეტა გუჯეჯიანი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები