ფოლკლორის ცენტრის ეზოში გერმანულ-ქართული მუსიკის მასტერკლასი ჩატარდა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ვაიმარის სამუსიკო უნივერსიტეტის პროფესორმა, ბასისტმა, მანფრედ ბრიუნდლიმ, ქართველ გიტარისტთან და კომპოზიტორთან, ზაზა მიმინოშვილთან ერთად ფოლკლორის ცენტრის ეზოში გერმანულ-ქართული მუსიკის მასტერკლასი ჩაატარა.

„მასტერკლასი გათვლილი იყო პროფესიონალ მუსიკოსებზე, მოცეკვავეებზე, სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებზე. ხელოვანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მუსიკალურად მიეღოთ მონაწილეობა ამ უჩვეულო პროექტში, რომელმაც ჯაზი გადამუშავებულ ქართულ ჰანგებთან და ცეკვებთან გააერთიანა.“ – ნათქვამია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტში მონაწილეობდნენ: ზაზა მიმინოშვილი, მანფრედ ბრუნდლი, ფრედერიკ კოსტერი, ლექსო ჭუმბურიძე, მიშო ჯავახიშვილი, გაგა აბაშიძე, ლაშა ბედენაშვილი, გია სალაღიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები