ინფორმაცია კვიპროსის რესპუბლიკაში დაწესებული ახალ რეგულაციების შესახებ

ინფორმაცია კვიპროსის რესპუბლიკაში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებულ ახალ რეგულაციებზე, რომლებიც 1 აგვისტომდე იქნება ძალაში:

დაშვებულია სახლებში მხოლოდ 20-მდე ადამიანის (ბავშვების ჩათვლით) შეკრება.

დახურულ სივრცეში, ისეთი ღონისძიებებზე როგორიცაა: ნათლობა, ქორწილი, დაკრძალვა, საეკლესიო ლიტურგიები, ნებადართულია 250-მდე ადამიანის შეკრება. ამ შემთხვევაში აუცილებელია, 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა (12 წლის ასაკის ზემოთ); სრული ვაქცინაციის ან პირველი ვაქცინიდან სამი კვირის  გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა; კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში, უნდა წარადგინოთ ტესტის პასუხი ანტისხეულებზე.

ღია სივრცეში ღონისძიებებზე დაშვებულია 350-მდე ადამიანის შეკრება, თუმცა, შემთხვევაშიც მოქმედებს იგივე რეგულაციები, რაც დახურულ სივრცეში. გარდა ამისა, სავალდებულო მოთხოვნაა სოციალური დისტანციის დაცვა.

დაშვებულია თავისუფლად შესვლა ე.წ. Safepass-ით (რომელიც ითვალისწინებს ვაქცინაციის AstraZeneca, Pfizer– BioNTech ,  Johnson & Johnson, Sinopharm-BBIBP, Moderna, Sputnik V, ორივე დოზას, ვაქცინაციის პირველი ეტაპის გასვლიდან მინიმუმ სამი კვირის გასვლას ან კორონავირუსის გადატანის შემთხვევაში ანტისხეულებზე ტესტს, 72 საათით ადრე ჩატარებულ PCR ტესტის ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხს) :

საეკლესიო სივრცეებში, სარიტუალო ღონისძიებებზე [ქორწილი, ნათლობა, დაკრძალვა], საავადმყოფოებსა და კლინიკებში, სამედიცინო დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებში, სავაჭრო დაწესებულებებში, რომელთა ფართი არანaკლებ 500 კვ.მ-ია, ტოტალიზატორებში, კაზინოებში, არქეოლოგიურ, ისტორიულ, კულტურულ სივრცეებში, მუზეუმებში, თეატრებში, ამფითეატრებში, კინოთეატრებში, საბავშვო სათამაშო მოედნებზე, სასტუმროებსა და ტურისტული განსახლებებში, კვების ობიექტებში, რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა და ღამის კლუბებში, საცეკვაო დაწესებულებებში, სტადიონებზე, საცურაო აუზებზე, საჯარო და კერძო დაწესებულებებში, ბანკებში, სკოლებში.

ე.წ. Safepass არ არის საჭირო სილამაზის სალონებში, ტატუ-სალონებში, ღია ბაზრებში, კემპინგებში, სასურსათო მარკეტებში, თონეებში, ხორცისა და თევზის მაღაზიებში, მინი მარკეტებში, ჯიხურებში, აფთიაქებსა და პლაჟებზე.

არავაქცინირებული ტურისტები, რომლებიც კვიპროსის რესპუბლიკაში ლეგალურად შემოდიან, გამოიყენებენ საკუთარი FlightPass-ის PCR ტესტის პასუხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები