მოძრავი გამოფენა “რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე” ქალაქ მარნეულში არ გაიმართა

მოძრავი გამოფენა “რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე” ქალაქ მარნეულში არ გაიმართა, გამოფენის ჩაშლის მიზეზი ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება გახდა.

საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტი სამძიმარს უცხადებს ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს.

“საქართველოს თითოეული მოქალაქის მსგავსად, მოვითხოვთ საქმის დროულად გამოძიებას და დამნაშავეთა კანონის სრული სიმკაცრით დასჯას. პროექტი 18 ივლისს მცხეთაში გაგრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები