მინსკში ქართული ღვინის შესახებ სემინარი გაიმართა

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საელჩოს მიერ ინიცირებული სერიის ფარგლებში, მინსკში, პროექტ New Wave Wine ავტორების ორგანიზებით, ქართული ღვინის შესახებ მორიგი სემინარი და დეგუსტაცია გაიმართა.

„მოწვეული სტუმრები საქართველოს ღვინის ისტორიას,  თანამედროვე ქართული მეღვინეობის ტენდეციებს და ქვევრის ქარვისფერი ღვინის მსოფლიო აღიარებამდე განვლილ გზას გაეცნენ, რა დროსაც მათ საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ 5 მარნის, როგორც  პოპულარული, ასევე, იშვიათი ენდემური ვაზის ჯიშისაგან დაყენებული ღვინო.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები