Eurowings-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გერმანულმა ავიაკომპანია Eurowings-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო.

დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 საჰაერო ხომალდით სრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები