პარიზში ქართულ ანიმაციას “მიტოვებული სოფელი” 2 ჯილდო გადაეცა

პარიზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართულ ანიმაციას “მიტოვებული სოფელი” გადაეცა 2 ჯილდო: ჟიურის პრიზი და მაყურებლის ჯილდო.

Paris International Animation Film Festival (PIAFF) მოკლემეტრაჟიანი მულტფილმების საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც განსაკუთრებით ახალბედა შემოქმედებს ეხმარება.

“მიტოვებული სოფელი” პირველად იაპონიაში 23 ნოემბერს ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს, სადაც მას გადაეცა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდო.

“მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ისა და “ქართული ფილმი-აფხაზეთი”-ს ბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის პროდიუსერია მარიამ კანდელაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები