გიორგი სტურუა ფლორენციის სცენაზე – მთავარი როლი ოპერაში ,,ციმბირი”
„მოკლედ…მინდა მოგიყვეთ ჩემი ამბავი.
უკვე ერთი თვეა ვიმყოფები იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში და მონაწილეობას ვიღებ ძალიან იშვიათი, მაგრამ ლამაზი საოპერო სპექტაკლის დადგმაში, რომელიც იტალიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საოპერო ფესტივალის პროგრამაშია. ოპერის სახელია «ციმბირი», კომპოზიტორი კი უმბერტო ჯორდანო.
ამ თეატრში სიმღერა ჩემთვის მეტად სასიხარულო და პრესტიჟულია, რადგან ზუსტად ოთხი წლის წინ აქ მოვხვდი გაცვლითი პროგრამით, როგორც სტაჟიორი, ახლა კი მიწვეული ვარ, როგორც მთავარი პარტიის შემსრულებელი. მინდა გაგიზიაროთ ჩემი სიხარული.“
ამ პატარა, ზღაპრის მსგავსი ისტორიის გმირი ქართველი მომღერალი გიორგი სტურუა გახლავთ, რომელის მონაწილეობით, ფლორენციაში, ჯორდანოს ოპერა ,,ციმბირი” გაიმართა, სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა.
ამ სცენაზე უმღერიათ მარია კალასს, ლუჩიანო პავაროტის, პლასიდო დომინგოს. თეატრის მთავარი დირიჟორია დიდი მაესტრო ზუბინ მეტა.