საქართველო ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

3 ივლისს, თბილისში, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე, საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ჩემპიონატი ჭაბუკ მოკრივეთა შორის.

შეჯიბრში 29 ქვეყნის 500 -ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

ჭაბუკ მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან 14 მოკრივე იასპარეზებს.

„გახსნის ცერემონიას დაესწრო სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტს და საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას, წარმატებული ასპარეზობა უსურვა როგორც  ჭაბუკ მოკრივეებს, ასევე კრივის ეროვნულ ოლიმპიურ ნაკრებ გუნდს, რომელიც ტოკიოში სამი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.“ – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები