ინფორმაცია მიუნხენში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2021 წლის  05 ივლისიდან 2021 წლის 30 ივლისის ჩათვლით, საქართველოს საპატიო საკონსულოში (ქ.  მიუნხენი) საკონსულო მოქმედებების წარმოება და ამ მიზნით მოქალაქეთა მიღება დროებით შეჩერდება.

„საკონსულო მოქმედებების წარმოება და შესაბამისად მოქალაქეთა მიღება ჩვეულ რეჟიმში 2021 წლის 02 აგვისტოდან განახლდება. ამასთან, გადაუდებელ შემთხვევებში გთხოვთ მიმართოთ ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოს/საკონსულოს, ან ქ. ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ საკონსულოს.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები