ლოკარნოს კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმია წარდგენილი
ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმი: სალომე ჯაშის „მოთვინიერება” და ელენე ნავერიანის „სველი ქვიშა” მიიღებს მონაწილეობას, ამის შესახებ ინფორმაცია კინოფესტივალის ვებ-გვერდზეა განთავსებული.
ნავერიანის „სველი ქვიშა” წარდგენილია კინოფესტივალის სექციაში Concorso Cineasti del presente. ფილმი შვეიცარიისა და საქართველოს ერთობლივი ნაწარმოებია.
სალომე ჯაშის ფილმი წარდგენილი იქნება სექციაში „პანორამა”. ფილმი შვეიცარიის, გერმანიისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია.
მთავარი პრიზის – „ოქროს ლეოპარდისთვის” 17 ფილმი იბრძოლებს.
ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი 1946 წლიდან, ყოველწლიურად, აგვისტოში, შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში იმართება.
წელს კინოფესტივალი ონლაინრეჟიმში 4-14 აგვისტოს გაიმართება.