ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ფრენების ინტენსივობა იზრდება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ფრენების ინტენსივობა იზრდება.
„ flydubai დუბაი – თბილისი – დუბაი 15 ივლისიდან 25 ივლისამდე დამატებით 19 ავიარეისი შესრულდება ;
Qatar Airways დოჰა – თბილისი – დოჰა 1 ივლისიდან 11 სექტემბრამდე კვირაში 3 სიხშირე დაემატება ;
Uzbekistan Airways ტაშკენტი – თბილისი – ტაშკენტი 1 ივლისიდან 29 აგვისტომდე კვირაში 3 სიხშირით ;
FlyArystan ნურ-სულთანი – ქუთაისი – ნურ-სულთანი კვირაში 3 სიხშირით
აქტაუ – ქუთაისი – აქტაუ კვირაში 4 სიხშირით ;
Belavia – Belarusian Airlines მინსკი – ბათუმი – მინსკი 1 ივლისიდან 12 სექტემბრამდე კვირაში 18 სიხშირით ;
SkyUp Airlines ოდესა – თბილისი – ოდესა 24 ივნისიდან კვირაში 4 სიხშირით.“ – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.